ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასა და შენარჩუნებაზე მოთხოვნის ვადა ორი წლით გახანგრძლივდა

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასა და შენარჩუნებაზე მოთხოვნის ვადა ორი წლით გახანგრძლივდა.

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეობის საკითხებზე განაცხადის შეტანა, ყველაზე მარტივი გზით, შეგიძლიათ ონლაინ ამ ლინკების მეშვეობით.

https://www.facebook.com/GEOConGenSF/