დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ
2022 წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებიათვის კანონმდებლობის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს.
პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით, 60 ათასი ლარია.
„თქვენ იცით, რომ დეპუტატებს გაცდენის შემთხვევაში ხელფასიდან თანხები ექვითებათ. წელს, დაახლოებით, 80 ათასი ლარი დაგროვდა ამ ჯარიმებიდან. ამ თანხის 70% ოპოზიციის დეპუტატებზე მოდის. ვიმსჯელეთ ხაზინადართა საბჭოსთან და გადავწყვიტეთ, რომ თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას“,- განაცხადა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.