2023 წლიდან დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე, ერთჯერადად 1000 ლარი გაიცემა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით.
იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესიც. კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება. ასევე, მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულებით სარგებლობის დროს სრულ ანაზღაურებას მიიღებენ.