როგორ გავზარდოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ახალგაზრდებში
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და გააქტიურების მიზნით, საქართველოს მასშტაბით კამპანია “ეს ქვეყანა შენია” 2018 წლიდან მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის პოპულარიზაცია.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი თემურ ჯალიაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი, რომელში ჩართვაც ახალგაზრდებს და სამოქალაქო ატივისტებს შეუძლიათ.
კონკურსის „ეს ქვეყანა შენია“ მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, მათი წახალისება_ ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და აქტივიზმის ხელშეწყობა. კონკურსი, წელს, მეორედ ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით 52 გამარჯვებული გამოვლინდა.
,,კამპანიის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო სექტორის მიმართ ნდოიბის გაზრდა, ასევე, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, რომელსაც რატომღაც ვამბობთ ხოლმე რომ თავს გვახვევენ. თანასწორობა, სოლიდარობა, თავისუფლება, სამართლიანობა, რატომ არ არის ქართული ღირებულებები? და, მესამე, ეს არის სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა ახალგაზრდებში. აქედან შეირჩა ეს სახელწოდებაც რადგან ეს ქვეყანა ჩვენია, უნდა გავიაზროთ პასუხისმგებლობაც.
რაც შეეხება კონკურსს, წელს მეორედ ჩატარდა. ჩავდივართ რეგიონებში, ვხვდებით პედაგოგებს, მოსწავლეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ვსაუბრობთ, ვკამათობთ, რაც ჩვენი კამპანიის მიზნებია. გვინდა რომ ახალგაზრდები დაფიქრდნენ, გაიაზრონ და, დაგეგმონ სამოქალაქო აქტივობები. მოახდინონ პრობლემის აქტუალიზაცია მათ თემში, ქალაქში, სოფელში, მიიქციონ საზოგადოების ყურადღება. წელს ჟიურიმაც ამ კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა გამარჯვებულები. წელს, კახეთს ყავს გამარჯვებული – რუისპირის საინიციატივო ჯგუფი და ასევე, სპეციალური პრიზის მფლობელი“.
„ეს ქვეყანა შენიას“ ახალგაზრდულ კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო სკოლებისა და საინიციატივო ჯგუფების 500–მდე ახალგაზრდა. კონკურსში მონაწილეთა მსურველების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.
,,პირველ წელს მხოლოდ მოსწავლეებისთვის იყო და წარმოგვიდგინეს რაც კი გაუკეთებიათ ყველა აქტივობა. წელს წესები შეიცვალა და წარგვიდგინეს აქტივობები, რომელიც იყო მიმდინარე ან ამ პროექტის ფარგლებში დაწყებული. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრები საინტერესო იყო, ზოგიერთ რეგიონში ძალიან გაგვიჭირდა გამარჯვებულის გამოვლენა. გვინდა, რომ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ და გაიაზრონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის საჭიროება მათ თემსა თუ ქალაქში. გამარჯვებულებს მოტივაციისთვის გადავცემთ ნოუთბუქს“.
კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“ გამოცხადდება 2023 წლის აპრილში და მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული კახეთში არის რუისპირის საინიციატივო ჯგუფი. ნაზი ღარიბაშვილმა ერთ წელს გადაწყვიტა სოფელში შეექმნა ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი.
,,სოფელ რუისპირის ადმინისტრაციულ ცენტრში გვაქვს სივრცე, სადაც ვსაქმიანობთ. კლუბი ფუნქციონირებს და გვყვავს საკმაოდ ბევრი მოსწავლე. რაც ყველაზე მთავარია, დასაქმებულები არიან სტუდენტები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ასევე, მოხალისე მოსწავლეები, უფროსკლასელები, ვისაც შემდგომში სურს ამ მიმართულებით განაგრძოს სწავლა.გვაქვს საგაკვეთილო პროცესი, შეხვედრები, კინოჩვენებები, სადისკუსიო კლუბი, რომელიც ჩვენს ცენტრში ფუნქციონირებს.“
ღარიბაშვილის თქმით, კონკურსში გამარჯვება მისთვის მოტივაციაია შემდგომში საქმის გაგრძლების თვალსაზრისით.
,,ყველაფერი ჩემი რესურსებით დავიწყე, ჩემთვის ეს დაფასება და მოტივაციაა. ჩემი მიზანია კლუბის გაფართოება. საახალწლოდ გვინდა, დავეხმაროთ რამდენიმე ოჯახს, კლუბის სახელით, მოსახლეობის ჩართულობით“.
მისივე თქმით, სამომავლოდ, კლუბი რუისპირის სკოლის მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრის სახელობის სტიპენდიის დაწესებას გეგმავს. სპეციალური პრიზის მფლობელი კი თელავში მცხოვრები გვანცა მოლაშვილია. სამოქალაქო აქტივისტი რამდენიმე წელია მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა.
,,ვიჩუქებ/გავაჩუქებ (თელავი)“. აქ ხდება საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის, მედიკამენტების და სათბობი შეშის გაჩუქებაც კი. ჯგუფში ერთმანეთს ატყობინებენ რა საჭიროება აქვთ და ამის მიხედვით ვეხმარებით ადამიანებს. მეორე წელია ვახორციელებთ ამ აქტივობებს. ჩემი მთავარი მოტივაციაა – სამოქალაქო ატივიზმის მეტი პოპულარიზაცია და ახალგაზრდებისთვის მოტივაციის შექმნა – დაინტერესდნენ იმ პრობლემებით, რაც ქალაქშია. აუცილებელია, დაიგეგმოს ცნობიერების ამაღლების კამპანიები,. მეტმა ახალაგზრდამ გაიგოს, რომ მათი ინიციატივითა და რესურსებით ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი. საახალწლოდ დავიწყეთ მასშტაბური კამპანია სხვა აქტივისტებთან ერთად და დავეხმარებით უფრო მეტ ოჯახს. ამის გარდა, დავიწყეთ ასევე, სურვილების გამოთხოვის კამპანიაც. რაც შეეხება კონკურში გამარჯვებას, დაფასება ბევრს ნიშნავს ნებისმიერი ადამიანისთვის, რაც არის მამოტივირებელი“.