თელავის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა,თელავში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცეს
თელავის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა, კამპანიის “სიკეთე გადამდებია” ფარგლებში, თელავში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცეს.
ახალგაზრდებმა ტანსაცმლის მოსაგროვებლად სპეციალური კალათები თელავის სამ სკოლაში (პირველი, მეოთხე, მეცხრე) განათავსეს.
ახალგაზრდულმა საბჭომ მოგროვილი ნივთები გადასცა უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ბენეფიციარებს.