ახალი ამბები

თელავში ახალგაზრდებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარებლად კამპანია დაიწყეს

თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად კამპანია დაიწყეს.

მათ იდეას ,,ბედნიერი ახალი წელი 2023″ დაარქვეს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.        

„ალბათ, გახსოვთ, პანდემიის დროს, როგორ დავეხმარეთ რამდენიმე ასეულ მოხუცს. ახლა, კი გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყველა საჭიროების მქონე ოჯახსა თუ მარტოხელა პირს, ისევ ერთად, გავუბედნიეროთ ახალი წლის დღეები.

შეძენილი პროდუქტებით ვაპირებთ შევქმნათ 100 ლარის ღირებულების საახალწლო პაკეტები/კალათები, გავანაწილოთ შეგროვილი ნივთები: პროდუქცია, შეშა, სათამაშოები, ტანსაცმელი და ა.შ. და 27-30 დეკემბერს გავახაროთ მათი გულები, ვისთვისაც ერთად გავაკეთებთ ამ კეთილ საქმეს”  – აცხადებს ერთ-ერთი ორგანიზატორი 

მათი თქმით, კამპანიაში ჩართვა და მოსახლეობის დახმარება, ადამიანს, ნებისმიერი სახით შეუძლია.

,,თუ ფლობთ ინფორმაციას მათ შესახებ, ვისაც შეგვიძლია, რომ გავულამაზოთ ახალი წლის დღეები, გთხოვთ, მიწეროთ აქტიურ მოქალაქეს, გვანცა მოლაშვილს (https://www.facebook.com/gvantsa.molash), დინა ნაწიფაშვილს (https://www.facebook.com/dina.nawifashvili)  და მარიამ ოქროცვარიძეს (https://www.facebook.com/profile.php?id=100007832022696 .)

ან შეავსოთ მარტივი ფორმა, სადაც პირდაპირ მოგვაწვდით მათ მონაცემებს:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe8KFbVBiRXErKCpTEOM87LeaR1ciC0YAD7zNLHf1PpGVlvjw/viewform?fbclid=IwAR0nBVwpvGwfloBvvwdQXNvYHBE1aKa8VcYdRIcm14gVaPLvN080kkNQe5I

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობაში მოხალისედ ჩართვის სურვილი ვისაც გაქვთ, გთხოვთ, მისწეროთ გიორგი ბეჟანიშვილს (https://www.facebook.com/g.bejanishvili) ასევე, დაეკონტაქტეთ გიორგის, ნივთების მოწვდასთან დაკავშირებით. ფინანსურად თანამონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, იხილოთ მაცაცო მეგრელიშვილს (https://www.facebook.com/macaco.megrelishvili) საბანკო ანგარიშები.”

 საბანკო ანგარიშზე სურვილისამებრ ჩარიცხეთ თანხა:

საქართველოს ბანკი: GE68BG0000000525259630 (პ.ნ 01711098715 მარიამ მეგრელიშვილი), თიბისი ბანკი: GE22TB7631645061100044 (პ.ნ 01711098715 მარიამ მეგრელიშვილი). გადარიცხვისას დანიშნულებაში მიუთითეთ: #ბედნიერიახალიწელი2023

ინიციატივასთან დაკავშირებული ინფორმაცია მუდმივად განახლებულ რეჟიმში იხილეთ აქ: https://www.facebook.com/hashtag/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%982023 

„ ყველა თელაველის, ჩართულობის, აქტიურობისა და ერთიანობის იმედი გვაქვს ჩვენს გუნდსა და ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც ერთად გავულამაზებთ ახალი წლის დღეებს,  ერთად ყველაფერს შევძლებთ, რადგან ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია “, – განაცხადეს აქციის წევრებმა.