14 დეკემბერს თელავის 11 სოფელს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 14 დეკემბერს გეგმავს, ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის რეკონსტრუქციას და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს.
კომპანიის ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, თელავის მუნიციპალიტეტს და შემდეგ სოფლებს: გულგულას, ყარაჯალას, რუისპირს, ახატელს, იყალთოს, ნაფარეულს, ლაფანყურს, ვარდისუბანს, სანიორეს, ართანასა და ჯუღაანს.
,,ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას”,- აცხადებენ კომპანიაში.

