გომბორის გზაზე ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავი- ვაზიანი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.
თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ცხენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ, ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა.
ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მგზავრებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.