მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები ბაკურციხის და ველისციხის სკოლის გუნდები გახდნენ
მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის ფინალი გურჯაანის მუნიციპალურ კულტურის ცენტრში გაიმართა, რომელშიც სოფელ ბაკურციხის, ველისციხის, მუკუზნის, ქალაქ გურჯაანის 1 – ლი , ქალაქ გურჯაანის მე- 2 და ქალაქ გურჯაანის მე – 4 საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატის გამარჯვებულები ბაკურციხის და ველისციხის საჯარო სკოლის გუნდები გახდნენ, მეორე ადგილზე მეოთხე საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო მესამეზე I საჯარო სკოლის გუნდი გავიდნენ. პირველ ადგილზე გასულ გუნდებს თასები გადაეცათ.
გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა გუნდები, საქართველოს პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, 2018 წელს ჩამოყალიბდა და სასკოლო ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება.
მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი ა(ა)იპ “მუნიციპალური კულტურის ცენტრის” ორგანიზებით იმართება.