ახალი ამბები

გურჯაანმა უკრაინელი მოზარდებისთვის შექმნილ ახალგაზრდულ ბანაკს უმასპინძლა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, უკრაინის ჩერნიგოვის ოლქიდან ჩამოსული ბავშვებისთვის შექმნილ ახალგაზრდულ ბანაკს გურჯაანმა უმასპინძლა.

ჩერნიგოვის ოლქის სპორტული სკოლის მოსწავლეებმა საქართველოში 10 დღე გაატარეს. 12 და 14 ნოემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უკრაინელი მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი ტურები დაგეგმა.

სტუმრები გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დღესასწაულს – ფიროსმანობას დაესწრნენ. ასევე, დაიგეგმა გასართობი ტური კაჭრეთის ,,ამბასადორში’’, სადაც ახალგაზრდებმა სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ტურის ბოლოს უკრაინელ მოსწავლეებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.