ყვარელში ალკოჰოლური სასმელების საწარმო ამოქმედდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, არყის სახდელი ქარხნა და საოჯახო მარანი აშენდა.
აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, ბაზისბანკის მიერ, 220,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ბაზისბანკსა და აგრო მეწარმეს შორის პარტნიორული თანამშრომლობა 2013 წლიდან იღებს სათავეს. ფერმერი საკუთარ 10 ჰა საფერავის ვენახებს ფლობდა, ხოლო ბაზისბანკის ინვესტიციით, ნეკრესის მონასტრის ფერდობზე, 5 ჰა ფართობზე დამატებით გააშენა საფერავის ჯიშის ვენახი. მეურნეობის გაფართოების, სოფლის მეურნეობის სპეცტექნიკის შესაძენად და საბრუნავი საშუალებებისათვის, თანამშრომლობის პერიოდში, ბაზისბანკის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის მოცულობამ ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ამჟამად, ვენახები უკვე სრულმოსავლიანია და პროდუქციის რეალიზება ქართულ ბაზარზე ხორციელდება. მეურნეობაში და საწარმოებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
„ბაზისბანკთან ჩვენი პარტნიორობა წლების წინ დაიწყო. ბანკის ფინანსური ჩართულობითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013 წელს, საფერავის ჯიშის ვენახები 5 ჰექტარზე გავაშენეთ. ბიზნესის გაფართოების საჭიროებებიდან გამომდინარე, უკვე არსებულ ვენახებში, ბაზისბანკის მიერ, ყოველწლიურად ფინანსდება საბრუნავი საშუალებები, შევიძინეთ სოფლის მეურნეობის უახლესი ტექნიკა, მოვაწყეთ არყის და ღვინის საწარმო და მარანი“, – აღნიშნა მეწარმე დავით ლაფაჩიშვილმა.