ახალი ამბები

“ღვინის დღეები 2022”- ღვინის ფესტივალი თელავში ოფიციალურად გაიხსნა-ფოტოები

“ღვინის დღეები 2022”- ღვინის ფესტივალი უკვე ოფიციალურად გაიხსნა.

ფესტივალი დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაგრძელდება.

მისი მიზანი, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორთათვის ქართული ღვინის ტრადიციების, წარმოების, მიღწეული შედეგების და სამომავლო პერსპექტივის გაცნობაა.

ერთ-ერთი ეპიცენტრი არის კახეთის რეგიონი, სადაც ფესტივალისთვის განსაკუთრებული სამზადისი იყო. პირველი დღის მასპინძელი თელავია, შემდეგ იქნება სხვა ქალაქები და მუნიციპალიტეტები.

“პრემიერ-მინისტრის ინიციატივით საფუძველი ეყრება ქართული “ღვინის დღეების” ფესტივალს საქართველოში. აღნიშნული ფესტივალი 9 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდება საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიმუშაოთ ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე,”-აცხადებს თელავია მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.

დღის განმავლობაში დაგეგმილია:

15:00–20:00 ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
15:00–20:00 კვების სივრცე: დედას პური, მწვადი, ყველი, თაფლი, ტყლაპი, ჩურჩხელა; ადგილობრივი მზარეულების მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება.
15:00–18:00 მასტერკლასები: პურის ცხობა; ჩურჩხელების ამოვლება; ჭაჭის გამოხდა.
15:00–15:30 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–18:00 ღვინით ხატვის მასტერკლასები.
16:30–17:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
15:00–18:00 კერამიკის მოხატვის მასტერკლასები.
15:00–20:00 ექსკურსიები თელავის მარნებში.
15:00–20:00 ინტერაქტიული გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
16:00–17:00 ქართული სუფრა ქალაქური სიმღერების აკომპანიმენტით.
17:00–18:00 მუსიკალური პროგრამა „ბალადა და ღვინო“ – ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი.
18:30–19:00 კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.
20:00 დასკვნითი გალა კონცერტი.