ახალი ამბები

თელავში 23 წლის ქალი მოკლეს

თელავში, 23 წლის ქალი, სავარაუდოდ, მეგობარმა მამაკაცმა დანით მოკლა.

შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ალაზნის გამზირზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებში მივიდნენ სამართალდამცავები, რომლებიც მომხდარის მიზეზებს ადგენენ.

knews.ge დამატებით დეტალებს არკვევს.