თელავში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
თელავში ახალგაზრდა ქალი მეგობარმა კაცმა მოკლა.
ოჯახის წევრების თქმით, დაზიანებები მას ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მკვლელობა თელავში, ალაზნის ქუჩაზე, მე-12 კორპუსში მოხდა, სადაც 26 წლის ქალი 3 არასრულწლოვან შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
როგორც ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, გოგონა შემთხვევის დროს 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა და მათთან მივიდა მამაკაცი, რომელიც ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა და სწორედ ამ მიზეზით მასთან მიახლოება აკრძალული ჰქონდა.
გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეგობრები იყვნენ.