ახალი ამბები

ზემო ლარსზე გაწვევის უწყება 180-ზე მეტ რუსს გადაეცა

რუსეთ-საქართველოს საზღვართან, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე 180-ზე მეტი უწყება გადაეცათ რუსებს, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებოდნენ. ამის შესახხებ „ტასს“ ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო კომისრის მოადგილე აბრილ აბდულაევმა განუცხადა.

მისი თქმით, „უწყება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მოქალაქეებს გადეცათ, რომლებიც საქართველოში გასამგზავრებლად რიგში იდგენენ.“ „ტასის“ ცნობით, საქართველოს საზღვარზე გაწვევის ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, რომელშიც სამხედრო კომისარიატისა და ადგილობრივი ხელიფლების წარმომადგენლები შედიან. ისინი უწყებებს გადასცემენ რუსებს, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებიან და რუსეთის შესაბამისი კანონმდებლობის ნორმებს განუმარტავენ. რესპუბლიკაში მზადყოფნის მაღალი რეჟიმი ისევ მოქმედებს.

საქართველოსთან საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის გაწვევის ოფისი ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 სექტემბერს გახსნა.