ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი და ნაქალაქარი კახეთში, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე.
ის დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი – აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე.
ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.
ქართველი ერი და ქრისტიანები ძირითადად მსხვერპლშეწირვის დროს ყოველთვის იყენებდნენ ცხვარს, ძროხას და ფრინველს. მადლიერების ამ ფორმიტ გამოხატვისას არასდროს გამოუყენებიათ ღორი (ტახი).
ნეკრესის ტაძარში ეს რიტუალი კი დღემდე არსებობს. ამ ფაქტს საფუძვლად უდევს ერთ-ერთი ხალხური თქმულება:
მაჰმადიანი თათრების შემოსევის დროს შემკრთალი მშვიდობიანი მოსახლება გაიხიზნა მთაში და იქედან ებრძოდა სასტიკ დამპყრობლებს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნეკრესის მონასტერს აფარებდა თავს. დამპყრობლებმა ნეკრესს ალყა შემოარტყა. საშველი რომ არსაიდან იყო ქართველებდა საინტერესო ხელხს მიმართეს. მოსახლეობას მონასტერში თავიანთი სარჩო საბადელიც ჰქონდათ გახიზნული, მათ შორის ღორებიც.
დამწყვდეული ღორები აშიმშილეს და თავდამსხმელებს ერთბაშად შეუსიეს. თათრებს ისევე როგორც ნებისმიერ მუსულმანს ღორი დასანახადაც კი ეზიზღებოდათ და ამის შემხედვარე მტერმა ნეკრესს ალყა მოხსნა და უკანმოუხედავად მოჰკურცხლა ნეკრესის მიდამოებიდან. მას შემდეგ ნეკრესში,”ღორის შეწირვა” ჩვეულებად იქცა და დღემდე ასე გრძელდება.