რატომ არის საზიანო ფოთლების დაწვა
მოსახლეობის ნაწილი ეზოებში და ნაკვეთებში მოგროვილ ხმელ და ნედლ ფოთლებს ადგილზე წვავს, რაც ეკოლოგიას და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ფოთლების წვის დროს გამოყოფილი ბოლი მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან ის მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს. მათივე თქმით, კვამლი შიცავს მათ შორის მეთანს, რომელიც ბევრი დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსივნესა და სხვა.
მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ შემოდგომით ხიდან ჩამოსული ფოთლის გატანა ყოველდღე შუძლებელია. გამოსავალი კი, მისი მოგროვება და დაწვაა.
,,იმდენი ფოთოლია ეზოებში რომ მისი ყოველდღიური გატანა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ვისაც დიდი ეზოები გვაქვს, მითუმეტეს. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის ფოთლის დაწვა კარგი გამოსავალია. მე ეზოში ვაგროვებ და შემდეგ ლპება. არასდროს ვწვამ ფოთოლს რადგან ვიცი, რომ ჯანმრთელობსითვის მავნეა. მაგალითად, ვიცი რომ შიცავს მათ შორის მეთანს, რომელიც ბევრი დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს”.
მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემიდან გამოსავალი დაჯარიმებაა.
,,ვინც ეზოებში წვამს ფოთლებს და ეს გამოსავალი გონია, ჩემი აზრით, უნდა დაჯარიმდეს ასეთი ხალხი. მეზობლისგან წამოსული ბოლი მთელ უბანში იფანტება. ეტყვი და აზრი არ აქვს. მთავარია, ფოთლები მოიშორონ ეზოებიდან”.
ექსპერტების ინფორმაციით, ფოთლების წვისას გამოიყოფა კანცეროგენული ნივთიერებები, რომელიც ჰაერში ხვდება, შემდეგ კი წვიმის გზით – ნიადაგში. მისი სუნთქვა ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. წვისაგან მიღებულ ნივთიერებას, რომელსაც სმოგი (ბოლისა და ჭვარტლისგან წარმოქმნილი შავი, სქელი ნისლი) ეწოდება, შეუძლია ადამიანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. კერძოდ კი ბრონქიალური ასთმა, ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, ფილტვებისა და ყელის კიბო. აღსანიშნავია, რომ ბავშვის ორგანიზმისთვის სმოგი 6-ჯერ უფრო სახიფათოა.
,,ფოთოლი როცა იწვის, მისი უდიდესი ნაწილი არ არის მშრალი და ბოლომდე გამხმარი, ამას ჰქვია არასრული წვა, კვამლი, რომელიც ამ დროს გამოიყოფა, ძალიან ბევრ შხამიან ნივთიერებას, მათ შორის მეთანს შეიცავს, რომელიც არის ადამიანისთვის ძალიან საშიში. ეს კი მრავალი დაავადების გამოწვევას უწყობს ხელს, კერძოდ, ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსივნესა და სხვა”.
არსებობს ფოთლების გადამუშავების ორი ხერხი: ფოთლების ერთ ადგილას მოგროვება და ეკოლოგიური სასუქის გაკეთება. ან მიწაზე დატოვება, ის კი დალპება და თავისით წარმოქმნის ბუნებრივ სასუქს.

