მეწარმე სუბიექტებს სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ
სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება შესაძლებელი გახდა. მთავრობამ სტატუსის მოპოვების წესი და პირობები დაამტკიცა. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.
როგორც დადგენილებაში წერია, სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზანია, პირის მიერ, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, პროგრამის დუალური სწავლების ფორმით განხორციელება. სტატუსის მოპოვების უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს ან მცირე ბიზნესისი სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს.
საწარმოს სტატუსის ერთობლივად მოპოვების უფლება აქვთ ორ ან რამდენიმე პირს, რომლებიც ქმნიან კონსორციუმს. სტატუსის მინიჭებას უზრუნველყოფს დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის რომელიმე დარგში ამ ორგანიზაციის არ არსებობის შემთხვევაში, ფუნქციას განახორციელებს პროფესიული უნარების სააგენტო.