11 წლის გურჯაანელი მოჭადრაკე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს
გურჯაანელი მოჭადრაკე, დათა ყალაბეგაშვილი, 12 წლამდე მოზარდებს შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს.
ჩემპიონატი ბათუმში, 16 სექტემბერს დაიწყო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, 180 ქვეყნის მოჭადრაკე იბრძვის. გურჯაანის საჭადრაკო სკოლის დირექტორის, გია ქიტესაშვილის განმარტებით, დათა ყალაბეგაშვილმა აფრიკის ჩემპიონი უკვე დაამარცხა.
ასპარეზობა 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს. მსოფლიო ჩემპიონი 12 წლის მოზარდებს შორის, 28 სექტემბერს გამოვლინდება. დათა ყალაბეგაშვილმა ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. ის საქართველოს ხუთგზის ჩემპიონია. 11 წლის ჩემპიონს, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის პედაგოგი, ვანო მინდორაშვილი ავარჯიშებს. მოსამზადებელი პერიოდი, მსოფლიო ჩემპიონატისათვის, დათა ყალაბეგაშვილმა საერთაშორისო დიდოსტატის, დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლაში გაიარა.
ფოტო:პრაიმთაიმი