თელავის ისტორიულ მუზეუმს უჯარმაში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა გადაეცა- ფოტო
რუსთავის მკვიდრებმა ედუარდ და მერაბ კურტანიძეებმა, თელავის ისტორიულ მუზეუმს უჯარმის ციხე-სიმაგრის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა, ძველესი მონეტები გადასცეს.
ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული მონეტები მიეკუთვნება XI-XII საუკუნეებს – ბიზანტიური, არაბული და ქართული ასომთავრული წარწერებით.
მათივე თქმით, მასალა მეტად ღირებულია მუზეუმისთვის, რისთვისაც მადლობას უხდიან შემომწირველებს.