ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

დომენიკ მანგომ სოციალურად დაუცველების დასახმარებლად, ლაგოდეხში 4 ტონამდე ტვირთი ჩამოიტანა

დომენიკ მანგომ სოციალურად დაუცველების დასახმარებლად, ლაგოდეხში 4 ტონამდე ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები ჩამოიტანა.

მისი თქმით, ვისაც დახმარება სჭირდება, შეუძლია მივიდეს და სასურველი ნივთი თუ ტანსაცმელი შეარჩიოს.

,,ლაგოდეხში მცხოვრობდი 1 თვის განმავლობაში, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში გამოჩნდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ვერ დავეხმარე მოუცლელობის გამო. ცოტა მოგვიანებით მაინც მოვახერხეთ და ჩამოვიტანე 4 ტონამდე ტვირთი, სადაც არის ტანსაცმელები, ფეხსაცმელები, სასკოლო ნივთები და სათამაშოები. თბილისიდან ჩამოვიტანეთ ეს ტვირთი ორგანიზაცია ,,ქალები საქართველოსთვის” დახმარებით, მათ გამოგზავნეს ეს დახმარება.

მივმართავ ადგილობრივებს, ვისაც სურვილი აქვს, ქალაქ ლაგოდეხის ცენტრში, ე.წ. რუსული სკოლის მოპირდაპირე მხარეს, დღეს მთელი დღის განმავლობაში აქ ვიქნებით და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა და სასურველი ნივთის აღება. რაც მთავარია, ნახევარზე მეტი ტანსაცმელი ახალია”, -განაცხადა დომენიკ მანგომ.

 

იხილეთ ასევე ამავე თემაზე:

36 დღეში ასრულებული ოცნება- როგორ მოახერხა დომენიკ მანგომ მრავალშვილიანი ოჯახისთვის სახლის აშენება