საქართველოში ექიმების რაოდენობა მაღალია, ხოლო ექთნების მწვავე დეფიციტია – ჯანმო
ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, მაგრამ ექთნების მწვავე დეფიციტია, – ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის სისტემის 2021 წელს არსებულ მდგომარეობას ეხება.
ჯანმოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექთნების რიცხვი 2013 წლიდან იზრდება, მაგრამ ის ძალიან დაბალია ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
„2020 წელს 100 000 მოსახლეზე მხოლოდ 555 ექთანი მოდიოდა. შორეულ და სოფლად დასახლებულ პუნქტებში სამუშაოდ პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება მნიშვნელოვანი პრობლემად რჩევა და სამედიცინო პერსონალის მარაგთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ცხადჰყოფს შეუსაბამობას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
სამედიცინო პერსონალის უმეტესობა მუშაობს სტაციონარულ დაწესებულებებში. 2019 წელს ეს მოიცავდა ექიმების 52%-ს და ექთნებისა და ბებიაქალების 71%-ს. პირველადი ჯანდაცვის უახლესი რეფორმა ითვალისწინებს მულტიდისციპლინური ჯანდაცვის გუნდების ქსელზე გადასვლას, ექთნებისა და სოციალური მუშაკების როლის ზრდით“,– ნათქვამია ჯანმოს ანგარიშში.