ახალი ამბები

საქართველოში 2022 წელს უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

2022 წლის იანვარ-ივნისში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში 26 681 ადამიანი გარდაიცვალა. ბუნებრივი მატება -6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარაში დაფიქსირდა.