ახალი ამბები

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 22 495 ექიმი და 21 667 ექთანია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველო ექთნების უზრუნველყოფის მაჩვენებლებით, ევროპის რეგიონის, ევროკავშირის და დსთ ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამის შესახებ NCDC-ის 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, საქართველოში ექიმების რაოდენობა ექთნების რაოდენობას აჭარბებს, ქვეყანაში ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია 2006 წლიდან შეინიშნება და აღნიშნული მაჩვენებლები ევროპის რეგიონის, ევროკავშირის და დსთ ქვეყნების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

„ქვეყანაში ჯანდაცვის ადამიანური რესურსის სათანადო რაოდენობის არსებობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველოში 2006 წლიდან ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდა აღინიშნება. ამასთან, საქართველოს მაჩვენებლები ევროპის რეგიონის, ევროკავშირის და დსთ ქვეყნების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

ექთნების უზრუნველყოფის მაჩვენებლები 1998 წლიდან 2013 წლამდე კლების ტენდენციით ხასიათდება და უკანასკნელ წლებში ზრდის მიუხედავად, ევროპის რეგიონის, ევროკავშირის და დსთ ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

უკანასკნელი დეკადების განმავლობაში, საქართველოში ექიმების რაოდენობა ექთნების რაოდენობას ჭარბობს, თუმცა 2019 წლიდან შეფარდების ზრდის დინამიკა აღინიშნება“,– აღნიშნულია ინფორმაციაში.

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 22 495 ექიმი და 21 667 ექთანია, 2020 წელს კი ქვეყანაში 20 379 ექიმი და 22 126 ექთანი იყო.