2022 წლის პირველ 6 თვეში 11 376 ქორწინება და 6 629 განქორწინება დარეგისტრირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის პირველ 6 თვეში 11 376 ქორწინება დარეგისტრირდა.
„საქსტატის“ ცნობით, ამავე პერიოდში 6 629 წყვილი განქორწინდა.
ცნობისთვის, 2021 წელს საქართველოში 23 155 წყვილი დაქორწინდა, 10 654 კი განქორწინდა.