რთვლის ტრადიცია კახეთში
საქართველოში, ღვინოს უდიდესი დანიშნულება აქვს, რთველის ტრადიცია კი ჯერ კიდევ უძველეს ხანაში იღებს სათავეს და უკავშირდება შუაშემოდგომის დოვლათს.
აღსანიშნავია, რომ რთველი კახეთიდან, კერძოდ – დედოფლისწყაროდან იწყება. ამ კუთხეში ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება. რთველი რამდენიმე საათს გრძელდება. ტრადიციულად, ადამიანები დილით ადრე იწყებენ მუშაობას და დღეს მეღვინეობასთან დაკავშრებული ხალხური სიმღერებითა და სუფრით ასრულებენ.
რთველი კახეთში იგივეა, როგორც კულტურული ტრადიცია, რომელსაც მოსახლეობა სპეციალური სამზადისით ხვდება. კახეთში რთველი იწყება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან და ეს დღესასწაული გრძელდება ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. რთველის დაწყებამდე მოსახლეობა ბევრად ადრე იწყებს სამზადისს, რაც ქვევრის რეცხვასა და მარნების მოწესრიგებას მოიცავს.
მოსახლეობა მოწნული კალათებითა და გოდრებით, სადღესასწაულო სულითა და განწყობით, იწყებს, რთველს, რადგან მას ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა_, მასზე ოჯახის ბარაქიანობა და კეთილდღეობა იყო დამოკიდებული. რთველისათვის მზიან, ამინდს არჩევდნენ. ამასთან, ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდ ხანს გაჩერებულიყო ნაყოფი მზეზე, რათა მას სიტკბო შეეძინა. რაც უფრო მწიფეა მტევანი, მით უფრო კარგი ღვინო იწარმოებოდა მისგან. ამიტომ ამბობენ, რომ კარგ ღვინოში ბევრი მზე არისო.
თუ რთველის კულტურას გინდათ გაეცნოთ, ახლა კახეთს უნდა ეწვიოთ, სწორედ შესაფერისი დროა, ეზიარეთ შემოდგომის მოსვლას და რთველის კულტურას.