გურჯაანში, საფლავის ქვაზე შემორჩენილი უძველესი წარწერა და ქალის სახე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში, ძველ სასაფლაოზე (მამა-დავითის ეკლესიის მახლობლად), საინტერესო საფლავის ქვა დევს,რომელიც სავარაუდოდ მაღალი წრის ქალბატონს ეკუთვნის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ქვაზე ამოკვეთილი ქალბატონის რელიეფური გამოსახულება, მშვენივრად არის შემონახული.
,,სავარაუდოდ მიწაში ჩაფლულ საფლავის ქვაზე, წარწერებიც უნდა იყოს. სასაფლაოს დიდი ფართობი უკავია და შესაძლებელია, რომ ასეთი საფლავის ქვები სხვაგანაც აღმოჩნდეს. საჭიროა მათი აღრიცხვა და მეცნიერული შესწავლა. საქართველოს თითქმის ყველა სოფელსა თუ ქალაქში შეხვდებით ისტორიული, მხატვრული თუ ესთეტური ღირებულებით გამორჩეულ საფლავებს. ყველა მათგანი თავისებურად საინტერესოა. საფლავის ქვები, არქიტექტურული თავისებურებები, დეკორი და ეპიტაფია, ზოგადად სასაფლაოები – ეს ჩვენი ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მადლობას მოვახსენებ ბატონ კახაბერ სუხიტაშვილს, საფლავის ქვის ფოტოს გამოქვეყნებისთვის”,- აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.