,,ტომი თელავიდან”- კომპანიამ ,,ცივის ყველი” ახალი სახეობის პროდუქტის წარმოება დაიწყო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მოქმედმა კომპანიამ ,,ცივის ყველი”, მომხმარებლებს ახალი სახეობის პროდუქტი შესთავაზა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ახალი სახეობის ყველი ,,ტომი თელავიდან” თელავში, საწარმოში და ასევე კარფურის მაღაზიათა ქსელებში უკვე იყიდება.
მათივე ინფორმაციით, კომპანია, გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა ფრანგ სპეციალისტებთან ერთად ყველის ასორტიმენტის გაფართოების მიმართულებით.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში 15 წელზე მეტია, რაც გოჩა ღაღაშვილი 10-ზე მეტი სახეობის ყველს აწარმოებს. რძის გადამამუშავებელი საწარმო რამდენიმე წლის წინ გაიხსნა, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ კურდღელაურში წარმოებული ყველი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის.