სოფელ პატარძეულის წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სოფელში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.
,,მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის, წყლის სათავე ნაგებობის, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. პროექტის დასრულების შედეგად, მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში, უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 8 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება”,– აცხადებენ კომპანიაში.