რუსეთის მოქალაქეები დღეიდან ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ სარგებლობენ
12 სექტემბრიდან ოფიციალურად ამოქმედდა ევროკავშირის გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შესახებ.
რუსეთის მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმით ბოლო 15 წლის განმავლობაში სარგებლობდნენ, დღეიდან კი, ისევ მოუწევთ ვიზის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, გაცილებით ხანგრძლივი, თვე-ნახევრიანი პროცედურის გავლა და სავიზო მოსაკრებლის სახით, 35-ის ნაცვლად, 80 ევროს გადახდა.
შეთანხმება, ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ, 2007 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. ევროკავშირმა შეთანხმება შეაჩერა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.