ახალი ამბებიბლოგები

როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის დროს

ხანძარი არის ქიმიური რეაქცია, რომელიც შედგება სამი ელემენტისაგან: ჟანგბადი, სითბო და აალებადი ნივთიერება.

მასობრივი ხანძრების გაჩენის შესაძლობლობა მეტია ცხელ და გვალვიან ამინდში ელვის მოხვედრის დროს, ადამიანების გაუფრთხილებლობისა და სხვა მიზეზების გამო.

როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ხანძარია ?

თუ წვა ახალი დაწყებულია, როზეტიდან გამორთულ უთოს, ტელევიზორს და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებს მჭიდროდ დააფარეთ ჩალის საბანი ან სქელი ტილო და შეეცადეთ რომ ჰაერის ნაკადმა ვერ შეაღწიოს ტილოს შიგნით, თუ წვა არ შეწყდა, აუცილებელია სასწრაფოდ გაეცალოთ ადგილს. გახსოვდეთ, რომ კვამლი ტოქსიკურია!!!
მცირე ალი გამორთულ ტელევიზორზე შეიძლება ჩააქროთ წყლით, თუ წყლის გამოყენება არ შეიძლება , მაშინ წვის მცირე კერა შეიძლება ჩააქროთ საჭმელი ან კალცირებული სოდით,. სარეცხი ფხვნილით, მიწით ან ქვიშით, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დატოვოთ ადგილი;
აალებული ოთახიდან გამოსვლისას გამოიხურეთ კარი, რომ შეფერხდეს ცეცხლის გავრცელება;

წვის მავნე პროდუქტები შეიძლება დაგროვდეს ოთახში თქვენს სიმაღლეზე ან უფრო მაღლა, ამიტომ ოთახიდან გადით მუხლებე ფორთხვით, იატაკთან ახლოს ჰაერის ტემპერატურა უფრო დაბალია და ჟანგბადი მეტია, ამიტომ თავიდან დაიჭირეთ იატაკიდან არაუმეტეს 30 სმ-ზე;
თუ გარეთ გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, გადაადგილდით ფანჯრის მიმართულებით, დადექით ფანჯრის გასწვრივ და შეეცადეთ მიიქციოთ ქუჩაში მყოფი ადამიანების ყურადღება; თუ თქვენს ტანსაცმელს წაეკიდა ცეცხლი არ გაიქცეთ, რადგან წვა უფრო გაძლიერდება. ეცადეთ გაიხადოთ ტანსაცმელი, გადააგდოთ უსაფრთხო ადგილას და ჩააქროთ. თუ ტანსაცმლის გახდა შეუძლებელია, შემოიხვიეთ გადასაფარებელი (საბანი) ან დაწექით იატაკზე/მიწაზე და კოტრიალით შეეცადეთ ჩააქროთ ცეცხლი; მსგავსი ხერხებით გაუწიე დახმარება სხვა ადამიანებს;

დაბალი ხანძრის ალის ჩაქრობა შეიძლება ფოთლოვანი ხეების ფოთლებით, წყლის დასხმით, სველი გრუნტის დაყრით და ფეხებით დატკეპნით;
ღია სივრცეში ან მინდორში მოხვედრისას ჰაერი ჩაისუნთქეთ მიწასთან ახლოს, იქ ნაკლებია დაკვამლიანება;
ცხვირი და პირი დაიფარეთ რაიმე ქსოვილით.
დარეკეთ 112-ში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

მთავარი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ, ნივთების შეგროვებაში დროის დაკარგვაა. სახლი შეიძლება რამდენიმე წუთში დაიწვას, თქვენ კი შიგნით ხაფანგში გამომწყვდეული აღმოჩნდეთ. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ თუ როგორ შევამციროთ ხანძრის რისკები: ცეცხლი დაანთეთ ბუჩქებისა და ხეებისგან შორს, არ დატოვოთ ცეცხლი უმეთვლყურეოდ; არხები და ორმოები გაასუფთავეთ გამხმარი ტოტების, ფოთლებისა და წიწვებისაგან; რეგულარულად მოაწესრიგეთ სახანძრო კიბეები და გასასვლელები, რადგან უმეტეს შემთხვევებში ისინი წარმოადგენენ თქვენი გადარჩენის გზას; შეამოწმეთ თქვენი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის: ცეცხლმაქრების, სახანძრო სახელოების, ჰიდრანტების გამართულობა და გქონდეთ ისინი სამუშაო მდგომარეობაში; შენობაში ხანძრის შენიშვნისას ან კვამლის არსებობისას დაუყოვნებლივ დარეკეთ სახანძრო-სამაშველო სამსახურში; ცეცხლსაშიში ნივთიერებები შეინახეთ უსაფრთხო კონტეინერებში, უსაფრთხო ადგილზე; შეიმუშშავეთ ევაკუაციის გეგმა (საოჯახო გეგმა) სახლიდან/შენობიდან გასასვლელად; იქონიეთ საგანგებო აღჭურვილობა და მარაგები; იქონიეთ ცეცხლმაქრი და იცოდეთ მისი გამოყენების წესები; უფრთხილდით განათების აალებულ ან აალებად საშუალებებს განსაკუთრებით ზაფხულში; იცოდეთ, რომ მნიშვნელოვანია მშენებლობის დროს ცეცხლგამძლე მასალების გამოყენება.