ჭაჭის ფესტივალთან დაკავშირებით, დღეიდან 5 ნოემბრამდე, მოედანზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება
ქალაქ თელავის ცენტრალურ მოედანზე 2 დღით ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ჭაჭის ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, 14:00 საათიდან 5 ნოემბრის 14:00 საათამდე, თელავის ცენტრალურ მოედანზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით”,- აცხადებენ უწყებაში.