ახალი ამბები

სოფელ გავაზში 45 წლის მამაკაცი მოკლეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში 45 წლის მამაკაცი მოკლეს.

თანასოფლელმა მამაკაცს, რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით, მუცლის არეში მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრასთან დაიწყო, რაც შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე,
განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.