სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
ყვარლის მერის გივი ზაუტაშვილის განცხადებით, ცეცხლი ტყის ტერიტორიაზე გაჩნდა.
„გუშინ საღამოს, სოფელ შილდის ტერიტორიაზე, ტყეში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. გამოძახებული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის შესაბამისი განყოფილება. მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდირებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“,- განაცხადა გივი ზაუტაშვილმა.