2021 წელს პრემია-დანამატებზე 320 მლნ ლარი დაიხარჯა
2021 წელს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა პრემია-დანამატებზე ჯამში 320 მლნ ლარი გაიცა, ეს კი 21%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020-ში პრემია-დანამატზე 264,2 მლნ ლარი დაიხარჯა.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, (ბიუჯეტის მონიტორინგი) 2021 წელს მხარჯავმა დაწესებულებებმა პრემიის სახით 37,6 მლნ ლარი გასცეს, დანამატის სახით კი 282,4 მლნ ლარი. 2020 წელს კი თანამდებობის პირთა პრემიებზე 15,4 მლნ ლარი დაიხარჯა, დანამატებზე კი 248,8 მლნ ლარის საბიუჯეტო რესურსი მიემართა.
გთავაზობთ, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატი გაიცა 2021 წელს სამინისტროებში:
მთავრობის ადმინისტრაცია: პრემია – 53 316 ლარი, დანამატი – 691 746 ლარი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: პრემია – 54 000 ლარი, დანამატი – 21 900 ლარი
ფინანსთა სამინისტრო: პრემია – 1,3 მლნ ლარი, დანამატი – 3,4 მლნ ლარი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: პრემია – 643 602 ლარი, დანამატი – 49 671 ლარი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: პრემია – 505 701 ლარი, დანამატი – 138 076 ლარი
იუსტიციის სამინისტრო: პრემია – 4 მლნ ლარი, დანამატი – 3,5 მლნ ლარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: პრემია – 1,2 მლნ ლარი, დანამატი – 11,6 მლნ ლარი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრემია – 451 243 ლარი, დანამატი – 89 681 ლარი
თავდაცვის სამინისტრო: პრემია – 2,5 მლნ მლნ ლარი, დანამატი – 12,1 მლნ ლარი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: პრემია – 1,5 მლნ ლარი, დანამატი – 1,9 მლნ ლარი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: პრემია – 2,2 მლნ ლარი, დანამატი – 1,3 მლნ ლარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო: პრემია – 10,3 მლნ ლარი, დანამატი – 90,2 მლნ ლარი