ახალი ამბები

ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო- ფოტოები

თბილისი-საგარეჯოს შემადგენელი, ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო.

ამ დროისთვის წყალგამტარი რკინა-ბეტონის მილების მოწყობა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი 23,8 კმ-იანი 4 ზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითავლისწინებს; სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მლნ. ლარს შეადგენს

თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი; აშენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს.

გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს.