საქართველოში მიკრობანკები გაჩნდება
საქართველოში მიკრობანკები გაჩნდება.
ეს არის ახალი ტიპის ფინანსური ორგანიზაცია ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცებს შორის. მათ შეეძლებათ, როგორც დეპოზიტების მიღება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემაც.
მიკრობანკის სტატუსის მისაღებად მინიმუმ 10 მილიონი ლარის კაპიტალია საჭირო, რაც ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე საბანკო ლიცენზიისთვისაა საჭირო.
მიკრობანკებს ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს. მთავრობა დარწმუნებულია, რომ მიკრობანკების გაჩენა ქვეყანაში სესხის საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კი ეს კლიენტთან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას ნიშნავს.