არასამთავრობოები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, კონსულტაციებში ერთვებიან
სამოქალაქო სექტორი მზად არის, ევროკომისიის რეკომენდაციების დროულად და სრულყოფილად შესასრულებლად, კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთოს.
ამის შესახებ ხუთმა არასამთავრობომ განაცხადა. მათი განმარტებით, რეკომენდაციის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიან ჩართულობას ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიგეგმოს მათთან სამუშაო შეხვედრა. სამოქალაქო სექტორის გადაწვეტილებას მიესალმება მმართველი გუნდი.