პირბადის ტარების ვალდებულების საჭიროება არ იკვეთება – აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების არსებული მონაცემებით, პირბადის ტარების ვალდებულების შემოღება არ იგეგმება.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ არის.
“ამ მანაცემებით [პირბადის სავალდებულოობა] ამის საჭიროება არც დღეს და არც ახლო მომავალში არ იკვეთება. 100 და 500 შემთხვევა ერთმანეთისგან რომ 5-ჯერ განსხვავდება, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ”, – აცხადებს აზარაშვილი.