თელავში, გივი ჩოხელის სახელობის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქალაქ თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანზე არსებულ სათადარიგო ფეხბურთის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს, ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონის და ტრიბუნების მოწყობა, მოედნის შემოღობვა, გასახდელების და სველი წერტილის მშენებლობა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი ლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ტურნირების მატჩების ჩატარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის და ფეხბურთის პოპულარიზაციას. ასევე, უზრუნველყოფს თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის ინტეგრირებას და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.