თელავის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის მარიამ ზაალიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვრის მარიამ ზაალიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია შთამბეჭდავი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები. მარიამი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
,,მხატვრობაში თავისუფლება პირველი და უმთავრესი შტრიხია, მისი ძიება არც დაუწყია, იყო და არსებობდა ფანქრის ხელში აღების მომენტიდან. მხატვრობა და მუსიკა, ეს ორი, მისი პიროვნების სრულად გამოხატვის ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ ნებისმიერ მის ნამუშევარში მთელი გილწრფელობაა ჩადებული”,-აცხადებს მარიამ ზაალიშვილი.