სად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა
ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დადასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში, ქვეყანაში ტესტირების შედეგად, covid-19-ის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი კი რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 1 860; აჭარა – 186; იმერეთი – 169; სამეგრელო-ზემო-სვანეთი – 123; ქვემო ქართლი – 71; კახეთი – 50; შიდა ქართლი – 49; გურია – 31; მცხეთა-მთიანეთი – 15; სამცხე-ჯავახეთი – 11; რაჭა – ლეჩხუმ – ქვემო სვანეთი – 5.
NCDC-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 1 103 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი ადამიანი გარდაიცვალა.
27 ივნისიდან 3 ივლისის პერიოდში სულ 63 443 ტესტი ( 56 699 ანტიგენ ტესტი, 6 744 პჯრ ტესტი) ჩატარდა. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 4.05%.