კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 62 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, წიაღის უკანონო მოპოვების 415 ფაქტი გამოავლინეს.
მათ შორის, 22 ფაქტი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, კახეთში გამოვლენილია 62 სამართალდარღვევის ფაქტი.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.