27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 2 570 შემთხვევა დაფიქსირდა
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით.