ახალი ამბები

კახეთში ეკონომიკური ფორუმი – 2022 იმართება

კახეთში, სასტუმროში „ამბასადორი კაჭრეთი“ “კახეთის ეკონომიკური ფორუმი – 2022” გაიხსნა.

ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით იმართება და მასში მონაწილეობას რეგიონში მოქმედი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, მეწარმეები იღებენ.

ღონისძიების ფარგლებში საგამოფენო სივრცეში, წარმოდგენილია ადგილობრივი მეწრამეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. კახეთის ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად მოწვეული არიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მთავრობის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. პანელურ სესიაზე, ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობისა და პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

კახეთის ეკონომიკური ფორუმი მიზნად ისახავს პანდემიის დასრულების შემდეგ, დარგის სტიმულირების, გაჯანსაღებისა და განვითარების მიზნით, კახეთის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ფართო აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდებას, რეგიონში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას, რეგიონში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისა და მეწარმეების საქმიანობის პოპულარიზაციას, ასევე, ერთიანი საგამოფენო პლატფორმის შეთავაზებასა და მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას.

კახეთის ეკონომიკური ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტების ჩართულობითა და დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) „ვიზიტ კახეთის“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.