ევროპული კამპანიის ფარგლებში, ნაციონალური მოძრაობის წევრებს თელავში საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ
კამპანიას ,,შინ ევროპისკენ,” თელავში კვლავ საკრებულოს დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი შელაპარაკება თელავის ცენტრალურ გამზირზე მოხდა. ევროპული კამპანიის ფარგლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ბოტკოველი, თელავის ქუჩებში ფლაერებს არიგებენ და მოსახლეობას საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე ელაპარაკებიან.
საკრებულოს წევრებმა “ქართული ოცნებიდან,” ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს არსებულ ვითარება და უკრაინელი მაღალჩინოსნის დავით არახამიას 24 ივნისის გამოსვლა გააპროტესტეს. საკრებულოს წევრები ასევე გუშინ, ,,შინ ევროპისკენ” კამპანიის, სხვა მონაწილეებსაც დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებმა პრორუსული კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, თელავის ისტორიული მუზეუმის შესასვლელში ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და მუზეუმის ტერიტორიაზე დაგეგმილი შეხვედრა ჩაშალეს.
ფოტო: რადიო ჰერეთი