როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა
გადაცემათა ციკლი ,,გზა ევროპისკენ“, რომელიც რადიო ,,კახეთის ხმის“ და ფეისბუქ გვერდის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემაში ვსაუბრობთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირთან ინტეგრაცია, რას კარგავს საქართველო კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით და როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა.
ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ პოლიტოლოგი გია ნოდია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის ბიუროს წარმომადგენელი ბექა ექსეულიძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თელავის ოფისის ხელმძღვანელი ანა პაჭიკაშვილი და ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი.