წოლჭიმში საქართველოს ჩემპიონატზე, თელაველმა სპორტსმენებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
წოლჭიმში საქართველოს ჩემპიონატში ,,ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის” სპორტსმენებმა, სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ჩემპიონატი ქალაქ თბილისში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ,,ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის”,, სპორტსმენებმა 7 წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავეს:
დათუნა მჭედლიშვილი – I ადგილი (59 კგ.)
ზაქრო მიქელაძე – I ადგილი (74 კგ.)
შმაგი ბოჭორიშვილი – I ადგილი (83 კგ.)
თორნიკე პაატაშვილი – I ადგილი (93 კგ.)
ზურა ბოჭორიძე – II ადგილი (120 კგ.)
გიგი ლაღიაშვილი – III ადგილი (59 კგ.).
საქართველოს აბსოლიტური ჩემპიონი 120 კგ. წონით კატეგორიაში კი ლევანი მთიულიშვილი გახდა.