16 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივნისამდე საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.