თელავში ქუჩების დამისამართების, სტანდარტიზაციისა და საინფორმაციო დაფების განთავსება დაიწყო
ქალაქ თელავში ქუჩების დამისამართების, სტანდარტიზაციისა და საინფორმაციო დაფების განთავსების სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ახალი გადამისამართების მიხედვით დაგეგმილია ქალაქ თელავის 200-ზე მეტი ქუჩის და ჩიხის ძველი სამისამართე ფირნიშების ახლით ჩანაცვლება.
,, დაგეგმილია თელავში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე კერამიკული საინფორმაციო დაფების განთავსება, ქალაქის 15 ლოკაციაზე სანავიგაციო მანიშნებლების მოწყობა, ხოლო 5 ლოკაციაზე საინფორმაციო ლაითბოქსების განთავსება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,len & kompani,, ასრულებს. პროექტის სტრატეგიული მიზანია მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის გაუმჯობესება, ასევე თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით”,-აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.